|
2018-11-19 14:22:54, 1563 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტები ფართოდ გავრცელებულია
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ. ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება. ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შსს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ზეწოლისა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ ხასიათზე. ახალციხეშიერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებისადმი სამსახურიდან გათავისუფლების მუარას ჰქონდა ადგილი გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს დაიწყება არეულობა და ომი და სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ. თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციითზეწოლა ხორციელდებაკერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისაგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მათი აზრით სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებით და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა. გორის მუნიციპალიტეტშიუცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნითეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია. ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან. აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე.კანონის თანახმად,აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში. ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა არჩევნების მეორეტურში საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიაყენოს. იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორეტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)