|
2018-11-19 14:11:24, 1218 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე - ჩამოწერილ ვალებს ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის
„ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯი იმ პრობლემის გადაჭრაში, რასაც ჭარბვალიანობა ქვია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. მან ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩამოწერილ ვალებს სწორედ ფონდი გამოისყიდის. „გადაჭარბებით შეფასება ამ ინიციატივის შეუძლებელია. 31 დეკემბერს 600 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები შეხვდებიან ვალების გარეშე, სუფთა ფურცლიდან, ახლიდან. გარკვეულწილად ეკონომიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ქვია ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯი მე ესე ვიტყოდი, იმ პრობლემის გადაჭრაში რასაც ქვია ჭარბვალიანობა, რომელიც თავის მხრივ ჩვენ მოქალაქეების სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა როგორც ითქვა, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს", რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი ფაქტორი. ფინანსურ უზრუნველყოფას ამ პროცესის გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", - აღნიშნა ზოიძემ. მისივე თქმით, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების ჩამოწერისთვის მუშაობა გრძელდება. „კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია, რაც შეეხება იმ 600 ათასს ადამიანს, გრძელდება მოლაპარაკებები. ჭარბვალიანობის პრობლემა ამითი, როგორც უკვე ითქვა ეს არის გარღვევა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაჭრა პრობლემის, არსებობს კიდე მევახშეებით დაზარალებულები, არსებობს სხვა მოქალაქეები, რომლებსაც იმ ვთქვათ, იმ პარამეტრებში არ ჯდებიან, თუმცა 95 პროცენტი არის სწორედ სამომხმარებლო და ონლაინ სესხების საფინსანსო ინსტიტუტების აღებულის... 95 პროცენტი მოქალაქეების ჯდება ამ პარამეტრებში 2 ათასი ლარი ძირი ვისაც ჰქონდა სესხი ან დარჩენილი შესაბამისად, მაგრამ ასევე რჩება გარკვეული ნაწილი, რომელზეც მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები განკარგვადი იყოს და მათ დარჩეთ და არ წავიდეს ვალების მომსახურებაში. აი ეს ძირითადი ნაწილი და იყოს ეს რაციონალური პროცენტი აი ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 600 ათასზე უკვე არის დასრულებული მოქალაქეზე, კიდევ ვალების რეესტრში არის 150 ათასი ადამიანი ამის გარდა არსებობს კერძო მევახშეებით დაზარალებული ადამიანები ანუ მარტო ამ 600 ათას ადამიანს არ აქვს ეს ვალი, სხვა ადამიანებს აქვს ვალი და ამ 600 ათას ადამიანზე შეთანხმება მიღწეულია კომერციულ ბანკებთან. გრძელდება მოლაპარაკებები და მუშაობა მთავრობის ზოგადად იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა და ეს არის პროცესი ერთიანი პროგრამის, რომელიც დაიწყო 8 თვის წინ, როდესაც მთავრობა, ახალი მთავრობის პროგრამა გაჟღერდა, როცა პროგრამა ჩვენ დავამტკიცეთ, ნდობა გამოუცხადეთ მთავრობას. ჭარბვალიანობა ამ პრობლემის გადაჭრა, ამ პრობლემით გამოწვეული სიღარიბის გადაჭრა იყო ჩვენი ახალი მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და კონკრეტული შედეგები დგება სწორედ დღეს. აგვისტოში პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ შემოდგომაზე იქნებოდა კონკრეტული ძალიან საინტერესო ინიციატივა და სწორედ ეს ინიციატივა გაჟღერდა პრემიერი ბახტაძის მიერ და ის რომ პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ თქვა, რომ რადიკალურ ცვლილებას შეიტანდა, ისეთი ცვლილებები მოხდებოდა, რომელიც თითოეულ ოჯახის ასე ვთქვათ ცხოვრების ხარისხზე მოახდენდა გავლენას, ესეც სწორედ მიეკუთვნება ასეთი ტიპის ინიციატივას", - განაცხად ზოიძემ.
(NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)