|
2018-11-19 13:24:41, 1948 ნახვა
კომენტარი
ვის გაუნულდება საბანკო დავალიანება - ფინანსთა მინისტრის განმარტება
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ისაუბრა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, დავალიანება ისეთ მოქალაქეებს გაუნულდება, ვინც ვალს 1 წლის განმავლობაში ვერ იხდიდა. „მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს თქვა, რომ ჭარბვალიანობა შემაფერხებელი ფაქტორი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სიღარიბის ნაწილში. დაახლოებით 700 ათას ადამიანამდე იყო ე.წ. შავ სიაში. ეს არის პრაქტიკულად საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკური საქმიანობიდან, არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ, მოეძებნათ სამსახური. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ანუ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად და შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს. იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა და იმდენად დიდი იყო ჯარიმები და პროცენტები, რომ მაინც მომგებიანი საქმე იყო. პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი „ქართუ”, რომელმაც სრულად გაიაზრა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ფონდი „ქართუსგან“ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. ეს 600 ათასი ადამიანი გამოიყო შემდეგი კრიტერიუმით, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. ეს ზუსტად ის მოწყვლადი კატეგორიაა. ის უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ ხდებოდა 10 და 20 და 100 ათასი ლარების გაცემით, ეს ხდებოდა ზუსტად 300, 500 და 1000 ლარის ფარგლებში. ზუსტად ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)