|
2018-11-19 12:35:40, 1813 ნახვა
ეკონომიკა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა. საქსტატის ცნობით, აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით ჩამორჩება. გარდა ამისა, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია. ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)