|
2018-11-19 11:58:35, 1321 ნახვა
პოლიტიკა
რასმუსენი - ნატო-მ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცათ. როგორც მან „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსმა ამ თავშეკავებით რუსეთს არასწორი სიგნალი გაუგზავნა. „ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით. კომუნიზმის დაშლისა და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორები ევროკავშირსა და ნატო-ში გაგვეწევრიანებინა; ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ გავაფართოვეთ ნატო და ევროკავშირი. ამის შემდეგ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ესეც იყო სწორი გადაწყვეტილება. პირადად მე ვიყავი მომხრე, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაშინვე მიგვეცა სამოქმედო გეგმა (MAP). ვფიქრობ, იმის გამო რომ ეს არ გავაკეთეთ, ამით პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ. მან ჩათვალა, რომ აგრესიული მოქმედება შეეძლო და ეს იმავე წელს გააკეთა - თავს დაესხა საქართველოს. ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ბოლომდე უნდა მივყოლოდით გზას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიღებამდე მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა ალიანსში გაწევრიანების გარანტია, მაგრამ იქნებოდა ძლიერი სიგნალი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)