01:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 10:59:34, 566 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მეზღვაურთა კონფერენციას დაესწრო

ქართველ მეზღვაურთა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა კომპანია Columbia Shipmanagement-მა  ბათუმში  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შეკრებილ  მაღალი რანგის მეზღვაურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმა. რეგიონის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საზღვაო სფეროს მნიშვნელობაზე და მეზღვაურთა როლზე რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა Columbia Shipmanagement-ის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ქართველი მეზღვაურების საზღვაო პრაქტიკისა და დასაქმების კუთხით იჩენენ.

,,აჭარის მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს საზღვაო დარგში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. დღეს, შეიძლება ითქვას, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მიმზიდველია ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების შემდგომი ეტაპი - საზღვაო პრაქტიკა და დასაქმება, რა მიმართულებითაც გვყავს ისეთი განსაკუთრებული და ერთგული პარტნიორი, როგორიცაა Columbia Shipmanagement-ი. მჯერა, თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში ამ უმსხვილეს კომპანიას სახელმწიფო ინსტიტუციებთან და საგანმანათლებლო სექტორთან აკავშირებს, მომავალში იქნება კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მსოფლიოში ცნობილი გემების მენეჯმენტის კომპანია Columbia Shipmanagement 1999 წლიდან ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics