2018-11-17 17:38:13, 4100 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი შეიძლება რუსი გენერალ-მაიორი გახდეს
ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად შეიძლება რუსი გენერალ-მაიორი აირჩიონ, - ამის შესახებ The Times იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 56 წლის ალექსანდრ პროკოპჩუკი აჯამად ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
მედიის ცნობით, პროკოპჩუკის მთავარი კონკურენტი სამხრეთკორეელი კიმ ჩონ იანია. შესაბამისი კენჭისყრა 21 ნოემბერს გაიმართება.
ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის დანიშნვა მას შემდეგ გახდა საჭიროდ, რაც 5 ოქტომბერს მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით დადგინდა, რომ 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი აცხადებს, რომ ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
ავტორი: ,