|
2018-11-16 19:34:34, 2066 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - ბრიუსელში თანამშრომლობის განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული წინადადებებით მივდივართ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებული განვითარებები იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ურთიერთობები განსაკუთრებული ინტენსიობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში გამართული დისკუსიები, ასევე მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ევროკომისიასთან დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრა. ზალკალიანის განცხადებით, ამ შეხვედრისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. „ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ორივე მხარის მზაობას, უფრო მეტად გააღრმავონ თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. გარდა იმისა, რომ ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, ის ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაში, რაც ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირებასაც გულისხმობს. მოგეხსენებათ, სექტორული ინტეგრაცია არის საქართველოს ინიციატივის - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომლის ეფექტიანი რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპებისთვის მოამზადებს. ჩვენ ბრიუსელში ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული წინადადებებით მივდივართ, რომლებსაც განვიხილავთ ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკომისრებთან და შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე. წინადადებები შეეხება ევროკომისიასთან შეთანხმებულ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები; განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და კულტურა; მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება, სამოქალაქო დაცვის ჩათვლით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მიმოიხილა მიმდინარე წლის 11-16 ნოემბერს სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ტურნე, რომელიც მისივე შეფასებით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. „ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტი პოზიტიურ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე, ბუნებრივია, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. სამივე ქვეყანაში საქართველოს მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაემთხვა ნორვეგიის მხარის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ“, - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა 14 ნოემბერს პარიზში გამართულ პირველ პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. "განვიხილეთ საერთო სტრატეგიული მნიშვნელობის თემები, ასევე ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ გერმანია და საფრანგეთი - ევროკავშირის ორი უმნიშვნელოვანესი და პარტნიორი ქვეყანა - პოზიტიურად განიხილავს სამმხრივ ფორმატს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მათი საიმედო პარტნიორია რეგიონში და მას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა მინისტრმა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს 14 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისთვის, რომელიც გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს "კონფლიქტი საქართველოში" შეეხებოდა. ევროკავშირის განცხადება წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)