|
2018-11-16 17:35:08, 1984 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: საერთაშორისო დამკვირვებლებისა და NGO-ების შეფასებით, ცესკო მოქმედებს კანონის ფარგლებში
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის პრეტენზიებსა და საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლზე აპელირებს, ამტკიცებს რომ მართებული, კანონის მათეული ინტერპრტაციაა. გია აბაშიძის თქმით, ამ მუხლში საუბარია პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურზე და არა მეორეზე. მისივე თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა, აღმოჩნდება რომ საქმე, პოლიტიკურ სპეკულაციებთან გვაქვს. „კანონმდებლობით, ცესკოს შეეძლო შედეგების შეჯამება დედლაინით განსაზღვრულ ვადაში - 17 ნოემბერს. თუმცა, ეს მოხდა კანონით დადგენილ ბოლო ვადამდე 3 დღით ადრე. თუ რატომ მოხდა ეს, უკვე სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ინსინუაციების სფეროდანაა. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, უმჯობესი იქნებოდა შეჯამება მომხდარიყო შაბათს, 17 ნოემბერს და შემდეგ ამ დღიდან მოხდებოდა ორკვირიანი ათვლა.“- აღნიშნა გია აბაშიძემ. რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ცესკოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, სადაც საუბარია საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემისთვის დროის 12 საათამდე გახანგრძლივების თაობაზე, რის გასაჩივრებასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აპირებს, გია აბაშიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია უაპელაციო და იმპულსური განცხადებებით ხასიათდება. „ოპოზიციის განცხადებები, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდება, როგორც მოსალოდნელი იყო, გააბათილეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ახლაც ანალოგიური ვითარებაა, ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას და სხვადასხვა ჰიპერბოლური ბრალდებების წაყენებას, თუმცა მოცემულობა სულ სხვაა და ამას აღიარებენ უცხოელი დამკვირვებლები, როცა არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მიგვითითებენ და არა სისტემურ, ე.წ. ჩავარდნების არსებობაზე.“- აღნიშნა გია აბაშიძემ
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)