|
2018-11-16 15:29:56, 570 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დუშეთის, მცხეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებისა და შენახვის, ჯიშთაგანახლების, ხელოვნური განაყოფიერების, საკვებწარმოების, ვეტერინარიის, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების და მათი პროფილაქტიკის, უვნებელი რძის წარმოებისა და გადამუშავების და დამბალხაჭოს წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ფერმერებთან შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანას და კარტოფილის წარმოებას დაეთმო. პროექტი „მობილური ექსტეცია“ 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა. 19-21 ნოემბერს კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის, და თელავის მუნიციპალიტეტებში (სოფლები - გიორგიწმინდა, კარდენახი, ველისციხე, კართუბანი, ვარდისუბანი, ახალსოფელი, ენისელი, ქვემო ალვანი, მაღრაანი, ფშაველი, რუისპირი) ფერმერებთან შეხვედრები გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)