15:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 18:12:36, 707 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები და ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი დუბაიში ყოველწლიურად წარმოადგენს ჩვენი რეგიონის პოტენციალს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ასევე ეწევა სარეკლამო კამპანიას.

მხარეებმა ასევე განიხილეს პირდაპირი რეგულარული ავიაფრენების განხორციელების შესაძლებლობაც, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის ზრდას, ისე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სეზონზე ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა.

ისა ალბაშა ალნოაიმი გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics