10:09 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 17:03:26, 2407 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათების აქცია დაიწყო

თიბისი ბანკმა  „ერთგული"  ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია - „10=10=10" დაიწყო.

აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 7 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით "ერთგული" ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდას 10-ჯერ განახორციელებს, 10 ერთგული ქულით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, „ერთგული" ბარათის ის მომხმარებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს,  1000 ერთგული  ქულის მფლობელი გახდება.

აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობას ავტომატურად იღებს „ერთგული" და „პრაიმ" ბარათის ნებისმიერი მფლობელი (მათ შორის უკონტაქტო საკრედიტო სტიკერი), რომელიც თახნას თიბისის ტერმინალით  გადაიხდის. აქციის ფარგლებში, 10 ქულის მოგება მაქსიმუმ 10-ჯერ არის შესაძლებელი.

„ერთგული" თიბისი ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად უამრავ აქციას სთავაზობს. ქულები თიბისი ბანკის ნებისმიერ პოს-ტერმინალში გადახდისას გროვდება. „ერთგულით" დაგროვებული 1 ქულა=1ლარს. პარტნიორ ობიექტებში შესაძლებელია დახარჯული თახნის 15%-მდე ქულების დაგროვება. დაგროვებული ქულების განაღდება მომხმარებლებს 150-მდე პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ.

აქციის, ასევე „ერთგული"  ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.ertguli.ge/Offers/View/834.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics