|
2018-11-14 19:44:26, 1685 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის წინააღმდეგ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა
ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენილიყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ის საჩივრები, რომლებიც მანამდე ამოირიცხა მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციების საფუძველზე. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს: „აღნიშნული გადაწყვეტილებები ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილია 2015 წელს („თედლიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები: „შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", „მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ") მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციების საფუძველზე, რითაც მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო და დეკლარაციით აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება თითოეულ საქმეში. 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, ევროპული სასამართლოს წინაშე მოითხოვა ზემოაღნიშნული საჩივრების განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენა, ვინაიდან, მათი შეფასებით, მთავრობის მიერ არ სრულდებოდა ნაკისრი ვალდებულებები. საია-ს საჩივრის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა დასაბუთებული შეპასუხება, რომელიც მოიცავდა განსახილველ საქმეებში ჩატარებულ კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, ინფორმაციას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ქვეყანაში გატარებული რეფორმების თაობაზე. 2018 წლის 13 ნოემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა საჩივრების აღდგენის თაობაზე არცერთ საქმეზე, რითაც დასტურდება, რომ არ არსებობს არავითარი ისეთი გარემოება, რაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მსჯელობას შესაძლებელს გახდიდა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)