|
2018-11-14 18:16:31, 5690 ნახვა
კომენტარი
ცესკო-ს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს
არ გავსულვარ დღეს ცესკოს შენობიდან და არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილს ხვდება, ის „ნაცინალური მოძრაობიდან“ დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ხვდებოდა. „მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ აბსოლუტურ ტყუილ და მცდარ ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ისევ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა. მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დილით მოვედი, ამ ადმინისტრაციულ შენობაში ვარ, საერთოდ არ დამიტოვებია შენობა, ვინაიდან, სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, სამუშაო ვითარება, სამუშაო შეხვედრები მქონდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც მედიასაშუალებით ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს მე სხვაგან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, ამ დროს სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი. ამავდროულად, მინდა მივმართო იმ მედიასაშუალებებს, რომ სულ მცირე ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან და საკუთარ კოლეგებთან, რომლებიც ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით შეიყვანეს შეცდომაში და სხვაგან გადაამისამართეს. ამავდროულად, მინდა საზოგადოებას მივმართო და ჟურნალისტებს ვუთხრა, რომ ცესკო-ს არასდროს ჰქონია რაიმე ინფორმაციის გავრცელების პრობლემა. ჩვენ ვართ საჯარო ინსტიტუცია, აბსოლუტურად საჯაროდ ვმოქმედებთ და ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება, როგორც აქამდე, ისე ახლაც არის შესაძლებელი და მინდა ვთხოვო, ასე ხელაღებით ნუ დაუჯერებენ გავრცელებულ ტყუილებს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)