15:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 17:06:32, 679 ნახვა

რეგიონი
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 17 722 635 ლარი იქნება

უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება.

ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ამჯერად ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა.

მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 12 მილიონი ლარით, ძირითადად საშემოსავლო გადასახადის მატების ხარჯზე იზრდება, რაც სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იქნება განპირობებული. პროექტის თანახმად, იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.

 მომავალი წლისთვის ბიუჯეტით დაგეგმილ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე ისაუბრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. მისი განცხადებით, 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზრდება - 894 130 ლარით და იქნება 17 722 635 ლარი. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.

მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში იგეგმება შემდეგი ცვლილებები:

„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით განხორციელდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება 15 000 და ნაცვლად 50 000 ლარისა გახდება 65 000 ლარი. ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსდებათ: ა) ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით; ბ) ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით. გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი) თითეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს.

,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურუგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი.

“ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი გახდება 2 000 000 ლარი.

სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 2 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“. ფართოვდება მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

გაზრდილი ბიუჯეტი სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტისა და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა ცალკეულ საკითხებზე განმარტებები მინისტრების მოადგილეებისგან - არჩილ ვანაძისა და ზურაბ თენიეშვილისგან მოისმინეს და საბოლოოდ, მხარი დაუჭირეს საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics