|
2018-11-14 14:20:34, 649 ნახვა
რეგიონი
ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო დაამზადეს
ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა. პრაქტიკულ ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. სასწავლო ვიდეოში გრაფიკულადაა ასახული თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას, რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკების თავიდან არიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვიდეომასალა ორენოვანია და ის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებდათ. გარდა ვიდეორგოლის მომზადებისა, სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარა. ჯამში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2500-ზე მეტი პირი გადაამზადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)