18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 13:59:37, 1739 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე - 4 წელიწადში პენსია 30 ლარით გაიზარდა, ამ ფასად „ოცნების“ საყვარელ „ასავალ-დასავალს” თუ იყიდი

"მომავალში 147 დოლარის ოდენობის პენსიაზე ოცნებაც კი არ გაბედოთ, აბსურდიაო, ამას ეუბნებიან ახლა ხალხს", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მმართველი გუნდი გააკრტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პენსიის ზრდასთან დაკავშირებით დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებს.

"პარლამენტში ბიუჯეტის განხილვილას ხელისუფლება აკეთებს დემაგოგიურ განცხადებებს, თითქოს ხალხს ვატყუებთ 400 ლარიანი პენსიის შესახებ. არ ამბობენ იმას, რომ ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ეტაპობრივ ზრდას. რაც შეეხება ხელისუფლების პირდაპირ დანაშაულს პენსიონერთა წინაშე: 2013 წელს , წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ბიუჯეტით პენსია გაიზარდა 30 ლარით. ამის შემდეგ ხდებოდა ამ ადამიანების დაცინვა: 2014-2018 წლებში პენსია გაიზარდა მხოლოდ 30 ლარით, ანუ 6 ლარით საშუალოდ წელიწადში. ამ ფასად ”ოცნების” საყვარელი ორი ცალი ”ასავალ-დასავალის”ყიდვა თუ არის შესაძლებელი. მომავალში 147 დოლარის ოდენობის პენსიაზე ოცნებაც კი არ გაბედოთ, აბსურდიაო, ამას ეუბნებიან ახლა ხალხს. არა, ეს ხელისუფლება არ არის ”ქართული ოცნება”, ეს არის რუსული ოცნება ღატაკი და სუსტი საქართველოს შესახებ. ვერ აუხდებათ!", - წერს გოცირიძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics