11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 13:12:05, 1605 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: 3 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

პროკურატურამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზეც მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

„პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კონპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიაში მდებარე 1,200 კვ.მ მიწის ნაკვეთი რობერტი ღურწკაიას, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე 6,435 კვ.მ მიწის ნაკვეთი მერი კალანდიას, ხოლო  ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მდებარე 4,414 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლევან კარბაიას დაუბრუნდება.

 რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს.

პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას. დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.   

ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის   დაზარალებულად ცნობილ 171  პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და  სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ., ხოლო ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით 62 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 50 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, აქედან 15 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics