11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 13:08:55, 1296 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ ცნობილი პოლიტპატიმარი ზაზა სამხარაძე გაამართლა. პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ კი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის გაასამართლეს, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს,პოლიტპატიმარ ზაზა სამხარაძის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც დადასტურდა ზაზა სამხარაძის უდანაშაულობა.

  ზაზა სამხარაძე, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი აქტიურად მონაწილეობდა 2011 წლის მაისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დასჯის მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა ზაზა სამხარაძისთვის დანაშაულის პროვოკაციის მოწყობა და მისი დაკავება. 

  „2011 წლის 6 ივნისს, საღამოს საათებში ზაზა სამხარაძის  საცხოვრებელ სახლში   სამართალდამცავების აგენტ-პროვოკატორი რ.ნ. მივიდა, რომელსაც ზაზა სამხარაძის მეუღლისთვის ყვავილების გადაცემა სურდა, რასაც მათ შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, ზაზა სამხარაძე  რ.ნ.-ს სხეულის დაზიანების გამო დააკავეს.

 2011 წლის 15 აგვისტოს, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ზაზა სამხარაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან  საპატიმრო დაწესებულება დატოვა. 

 ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა ე.წ. ,,დაზარალებულის" რ.ნ.-ის კავშირები სამართალდამცველებთან და მათი არალეგიტიმური დაინტერესება ზაზა სამხარაძის პიროვნების მიმართ. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული სრულად გაამართლა.

 რაც შეეხება პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი  ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში.  სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს".   

გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო.

 ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ თეიმურაზ ნაოჭაშვილის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics