11:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:03:15, 1479 ნახვა

სამართალი
ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელიგანაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების,  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი  მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების  და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოსთავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით  ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისუფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინიჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას". ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდაგამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური" ჯგუფი. 

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთანერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული", თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში,თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარებისმოთხოვნით, მრავალი საათის  განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგანმიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული  ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო,თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძისშემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს,  №8 საპყრობილის  საკანში,არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა  სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს  სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა№8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავეუკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივინიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათამათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის"  ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედროპოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ  მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილიმინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა - 60 000 ლარიკონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე" ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში,  დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არგამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ბ.ა.  მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „ე"და „ზ" ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'', ,,გ'' და ,,ზ''  ქვეპუნქტებით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის  მე-2  ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომადგანესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვედამატებითი სასჯელის სახით  3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 

მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის   ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტითდა განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურშიდანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციისდეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა  9 წლით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვაია პროკურატურის ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics