|
2018-11-13 18:30:51, 2433 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით საქართველო ლიდერია რეგიონში
ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რეინვესტირების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა. „2017 წელს რეკორდულად მაღალი იყო რეინვესტირების მაჩვენებელი, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და რეინვესტირების მაჩვენებელმა 50% შეადგინა. რეინვესტირება მაღალი დონე, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი, ამიტომაც ის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.9 მლრდ დოლარამდე შეადგინა და მიმდინარე წლის პროგნოზითაც 1.8 მლრდ დოლარზე მეტი იქნება. „საინტერესოა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონის შედარება სხვა ქვეყნებთან. ამ მაჩვენებლით, საქართველო არამარტო ლიდერია რეგიონში, არამედ ევროპის მხოლოდ 2-3 ქვეყანას ჩამოუვარდება", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)