|
2018-11-13 18:22:03, 2367 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ყვარელში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი შპს „ყვარელი პალასი“ შეემატა. ქალაქ ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ნომრიანი სასტუმრო აშენდება რომელიც 2018 წლის მარტიდან გაიხსნება. სასტუმროში და მის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები, კერძოდ: ტბის გარშემო არსებული სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო, წყლის თხილამური,ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა. კომპანიის შპს „ყვარელი პალასი“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 500 000 ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება. 2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)