|
2018-11-13 17:28:02, 2245 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 4.5% ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით. „9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0% იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუა პერიოდში მზარდ ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)