|
2015-06-13 15:56:18, 542 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი მშენებლობა მოსახლეობამ გააპროტესტა
ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მათი თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებული სკვერი ამ ტერიტორიის ერთადერთი რეკრეაციული ადგილია და სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. „ავლაბარი-ისნის ჩათვლით ერთადერთი ბაღია, რითიც სარგებლობენ ჩვენი შვილები. საკმარისად არის თბილისში სასტუმრო, ამ სკვერში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ“, - აცხადებს ავლაბრის მოსახლეობა. ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია. ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ 2010 წელს გაასხვისა. მერიის არქიტექტურის სამსახურში შემოსული განაცხადის საფუძველზე მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია, ნებართვა კი ამ ეტაპზე გაცემული არ არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)