11:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 14:11:16, 1811 ნახვა

პოლიტიკა
„დეპუტატების პულტების გამოყენება მოხდა“ - პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო.

განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააპროტესტა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ტაბლოზე დაფიქსირებული რაოდენობა, დარბაზში მყოფი დეპუტატების რაოდენობას არ ემთხვევა. ოპოზიციის თქმით,  სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას მოხდა.

ოპოზიციის წევრებმა არ გაიარეს რეგისტრაცია, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია საბოტაჟსა და პოლიტიკურ დემარშში დაადანაშაულეს.

სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics