21:06 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 15:25:57, 781 ნახვა

სამართალი
შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ლაგოდეხის სოფელ  ლელიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული  დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1947 წელს დაბადებული ივანე ყ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი 1940 წელს დაბადებული ბუდუ ს. და 1961 წელს დაბადებული ლევან ს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბუდუ ს. მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ლევან ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას სტაციონარში გადის.
ამასთან, მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ივანე ყ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics