18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:30:19, 1753 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა, მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ - ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომლიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. მე ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics