2018-11-13 11:03:27, 1945 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირის ელჩი: განვითარებულ საარჩევნო კამპანიას საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს.
როგორც ჰარცელმა განმარტა, აუცილებელია მუქარის შემცველ განცხადებებზე, გამოძიება დროულად წარიმართოს.
„ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, გამოძიებულ იქნება ყველა ეს ფაქტი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ავტორი: ,