2018-11-12 20:51:50, 2693 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო მინისტრს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრი დიმიტრი მედოევი ერთმანეთს შეხვდნენ, - ამის შესახებ Tass იუწყება.
სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული შეთანხმებების შესრულებას განიხილეს, ასევე საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ქმედებების კოორდინაცია, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
თავის მხრივ, დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული პარტნიორია“. მისივე თქმით, "ახალი შეთანხმებები რუსეთთან სავარაუდოდ 2019 წელს გაფორმდება".
ავტორი: ,