17:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 13:44:08, 473 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს

დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქციას „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“-ს შეუერთდა.  

სააგენტოს ხელმძღვანელებმა  და 100 მდე  თანამშრომელმა  მ.იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.

შს სამინისტრო რამდენიმე წელია თანამშრომლობს მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აღნიშნულ აქციაში უწყების მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე - 14 ივნისი ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. აქციის მიზანია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სისხლის ჩაბარების ტრადიციის დამკვიდრება სხვადასხვა ქვეყანაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics