01:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 17:28:23, 1328 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას: ხმას დაუწიე, ნუ ყვირი, ხელებს ნუ შლი და ნუ დემაგოგობ

„ხმას დაუწიე, ნუ ყვირი, ხელებს ნუ შლი და ნუ დემაგოგობ“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ელენე ხოშტარიას გაღიზიანება, ეკა ბესელიას განცხადებამ გამოწვია, რომლის თანახმადაც, დეპუტატები სხვადასხვა საქმეში მონაწილე პირებს ვერ დასჯიან, რადგან ეს ბესელიას თქმით, საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა. ამასთან, დეპუტატებს შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას მოყვა. 

„ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხოშტარიას განმარტებით, პარლამენტმა უნდა მოითხოვოს მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა.

„რა აღრევებზე საუბრობთ, კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბეულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. საერთოდ რაზე ლაპარაკობთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics