|
2018-11-12 16:02:20, 2058 ნახვა
სამართალი
თამბაქოს კონტროლის ალიანსი: სათამაშო ბიზნესის ასოციაცია სასამართლოში გვიჩივის
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი ალიანსს სასამართლოში უჩივის. შესაბამისი განცხადება ბახტუძის Facebook-გვერდზე გავრცელდა. როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი ითხოვს, რომ ალიანსმა უარყოს მათი განცხადება, რომელშიც ხსენებული ბიზნესი უარყოფითად არის მოხსენიებული. "სათამაშო ბიზნესი თამბაქოს კონტროლის ალიანსს უჩივის სასამართლოში, რომ ვუარყოთ ჩვენი განცხადება იმის თაობაზე რომ ეს ბიზნესი ბუნებით არის კრიმინალური რადგან საყოველთაოდ ცნობილია რომ იქ ხდება ფულის გათეთრება, ასევე თვითმკვლელობამდე მიყავს მათი კლიენტების ნაწილი და უკიდურეს სიღარიბეში აგდებს ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილს. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა წინ უძღოდა ის ფაქტი რომ ამ ასოციაციამ მოითხოვა სამორინეების (კაზინოების) შემდგომ მოწევა დაშვებულიყო სათამაშო აპარატების სალონებსა (სლოტ-კლუბები) და ტოტალიზატორებში. ჩვენ კი მოვითხოვეთ მოწევის აკრძალვა სამორინეებშიც, რომ დავიცვათ იქ დასაქმებული ასობით ჩვენი მოქალაქე", - წერს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი Facebook-ზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)