|
2018-11-12 14:52:07, 1169 ნახვა
პოლიტიკა
საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნის მოთხოვნით წერილობით მიმართა. როგორც საია-განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო დღემდე იყენებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლის რეფორმის საკითხი არაერთი წელია დღის წესრიგში დგას. "საია ცდილობს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შეზღუდვას. ამ მიზნით, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 6 სარჩელი. ამათგან ერთზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კერძოდ, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე - ,,საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლები და მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა მძიმე სამართალდარღვევები, რაზეც პარლამენტს სათანადო საპროცესო დაცვის გარანტიების გავრცელება დაევალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროება. საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მუშაობა წარიმართოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებითი ცვლილებისათვის. საია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მის მუშაობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)