04:57 - 22 Oct, 2026
|
2018-11-12 10:22:26, 577 ნახვა
რეგიონი
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენა განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში, სოფელ ომალოში, საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მათ ტრანსპორტირებასა და ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარება. დიდთოვლობის გამო, ომალოში საავტომობილო გზა ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილია და სოფელში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის დახმარებით არის შესაძლებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)