17:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 16:09:00, 1981 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე: ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში უნდა დავაყენოთ

„ოკუპაციის საკითხი უნდა დავაყენოთ საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში, ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას, რომ დედამიწის ამ წერტილში ხდება ძალიან ცუდი რამ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოკუპანტის ნებისმიერ ქმედებას  საქართველოს მხრიდან მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„ჩემი აზრით, ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე რუსეთის მხრიდან უნდა მოჰყვეს მწვავე რეაქცია და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათასში ერთხელ რაღაც განცხადებები აკეთო, რომ რუსეთი ჩვენს ტერიოტირიაზე ე.წ. ბორდერიზაციას ახორიციელებს და ა.შ. ეს საკითხი სერიოზულად უნდა დააყენო და რაც მთავარია, გულრწფელად უნდა გააკეთო და მე რასაც ვუყურებ გულწრფელად ხელისუფლება ამას არ აკეთებს. არის მაინც რაღაც ისეთ რეჟიმში, ვაიდა რუსები არ გავაღიზიანოთ, ხო ვხედავთ ახლა, რომ არ მუშაობს ეს მიდგომა. მეორე კი, მგონია მოსაფიქრებელია რამე ისეთი, რაც ამ პრობლემას დააყენებს საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში. ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას, რომ აქ დედამიწის ამ წერტილში ხდება ძალიან ცუდი რამ. სამწუხაროდ არავინ ამაზე არ ფიქრობს. უბრალოდ აქ ჩამოსვლა გაპროტესტება არაფერი არ არის“,  - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეებმა მცოცავ ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზ მიღმა მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს და რუსული ტელევიზიის წარმომადგენლებს უკანალები აჩვენეს. აქცია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics