17:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 15:01:42, 1526 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: სააკაშვილის წინააღმდეგ „ფეიკ“ ნიუსების გავრცელებით ზურაბიშვილის „გაპრავება“ უნდათ

„ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო, უნდათ საგულდაგულოდ გადამალული სალომე ზურაბიშვილი როგორმე „გააპრავონ“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შესახებ საუბრობს.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი განზრახ ამახინჯებს სააკაშვილის სიტყვებს,  სინამდვილეში კი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აეცილებინა საქართველოს საომარი მოქმედებები.

„უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი განცხადება არის პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და თავიდან ბოლომდე, კონკრეტული ფაქტები არის წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. მაგრამ, ახლა, ამ ვიდეოდან, ამოგლეჯილია სამი სიტყვა, შუაში აქვთ სიტყვა გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმზე გადასული ტელეკომპანია „იმედი“. ხალხი ბნელი არ არის და კარგად მოისმენს ვინ რას ამბობს. ვთხოვ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სოციალურ ქსელებში არის ეს ვიდეო და ყველამ მოისმინეთ. შეაფასეთ, ამ ადამიანების არაადეკვატური, მათი „ფეიკ“ ტვინების მიერ შექმნილი „ფეიკ“ ნიუსები, რომელსაც ისინი აკეთებენ და რითაც უნდათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს?! იმიტომ, რომ უნდათ, საკუთარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგულდაგულოდ ჰყავთ გადამალული, რამენაირად „გააპრავონ“ ამ სიტუციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ პრავდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში არქივის ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

„კითხვაზე - განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლის ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics