|
2015-06-13 09:41:13, 453 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიას პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ მონაწილე სტუდენტები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუმრად ილიას სახელობის უნივერსიტეტის და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნებით ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი 30-მდე სტუდენტი ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში“ არიან გაერთიანებული. ვიზიტის ორგანიზატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდეგაც სტუდენტებმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დაესწრნენ მაგისტრანტების საგამოცდო ტესტირებებს. სტუმრობის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაინტერესება შსს-ს აკადემიის საგანმანათლებლო პროცესებით, რომელთა შორისაც როგორც სპეციალური საგანმანათლებლო, ისევე სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებია. პროექტი „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ხორციელდება. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდების განვითარების აკადემია“ ახორციელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)