04:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 09:39:26, 712 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.

საქართველო მეორე  წელია, რაც წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. კონკურსის მიზანია წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და ახალგაზრდებს შორის წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზება.

წელს კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი ჩატარდა თემაზე -„როგორ სამყაროში მსურს, რომ გავიზარდო“.  სპეციალურად შექმნილი ჟიური მიღებული 500 წერილიდან კონკურსში მონაწილე 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც საქართველოს ფოსტის ადმინისტრაცია  დააჯილდოებს.

პირველ ადგილზე გასული  საუკეთესო ნაშრომი  გაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე. გამარჯვების შემთხვევაში ნაშრომის ავტორი გაემგზავრება შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, სადაც მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბბინაში მდებარეობს. იქვე 2015 წლის 9 ოქტომბერს, საერთაშორისო ფოსტის დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.  

ცნობისთვის, წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1969 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. კონკურსი 1971 წლიდან სისტემატურად იმართება და მასში მსოფლიო საფოსტო კავშირის ყვველა წევრი ქვეყანა მონაწილეობს. წერილის თემას ყოველწლიურად მსოფლიო საფოსტო კავშირი განსაზღვრავს.  კონკურსში მსოფლიოს 192 ქვეყანა მონაწილეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics