22:48 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 12:13:33, 3755 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის, ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა

სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ სირიის სააგენტო SANA-ს ჟურნალისტ ჰუსნი მაჰალის ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 4 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ SANA იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ ჟურნალისტს რამდენიმე ბრალდება წაუყენა.კერძოდ მაჰალის 1 წელი, 8 თვე და 25 დღე თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფისთვის მიესაჯა, რადგან ჟურნალისტმა თურქეთი სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ასევე 2 წლით, 5 თვით და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავად ერდოღანის კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის.

დაკავებული ჟურნალისტების ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ "ყველა პოლტიკოსი, დიპლომატი, უცხოელი მინისტრი, მათ შორის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებენ, რომ ერდოღანის რეჟიმი სირიაში ტერორისტებს ხლს უწყობს...როგორც ჟურნალისტი, ის ამ განცხადებებს დაეყრდნობა".


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics