|
2018-11-08 20:11:51, 2331 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა, შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა. კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით და 12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია. "გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)