15:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 18:21:38, 469 ნახვა

საზოგადოება
შშმ ბავშვებისთვის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული დღესასწაული გაიმართება

ფონდ „სიცოცხლის ხის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ორგანიზებით, 14 ვინისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიება ინკლუზიური ხასიათის იქნება და მას 150-მდე ბავშვი დაესწრება. ღინისძიებაზე მოწვეული იქნებიან „პირველი ნაბიჯი საქართველო“-ს დღის ცენტრების, სხვა სარეაბილიტაციო ცენტრების, კავშირების „მშობლეთა ხიდი“, „ანიკა“ და „წმნიდა მიქაელის სკოლის“ აღსაზრდელები და ბენეფიციარები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის თანამშრომლები, მოხალისეების სტატუსით. 

ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის სიმბოლოც ზრუნვას გულისხმობს,  მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე, მათ შორის ხელს უწყობს შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და გრანტის სახით აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე 14 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება,  მართლაც ერთგვარი დღესასწაული იქნება შშმ ბავშვებისთვის, რადგან დატვირთული იქნება ბევრი სახალისო აქტივობით. მათ შორის: 
გაიმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „პარაორკესტრის“ კონცერტი,  საღებავებით ხატვა,  ფერადი ცომით ძერწვა, ცარცით ასფალტის მოხატვა, ინტერაქტიული თამაშები, საყვარელი მულტფილმების გმირებთან შეხვედრა და  საბავშვო კონცერტი. 

„სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება 14 ივნისს 15:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, გაგარინის ქუჩა 29ა, სანაპიროს მხრიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics