08:41 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 15:44:57, 1816 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

მინისტრმა ელჩთან იაპონიაში, საგამოფენო ცენტრში „Warehouse TERRADA“ ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ლევან დავითაშვილმა  ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin გამართულ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“.

შეხვედრაზე საუბარი იაპონია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობის საკითხებსაც შეეხო.

მინისტრის განცხადებით, ქართული გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა  საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორია.

„ექსპოზია „საქართველო ღვინის სამშობლო“-ს  იაპონიაში გამართვა, შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას. ღვინო უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი კულტურის და მოხარული ვარ, რომ იაპონიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება. ღონისძიება ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რაც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ ღონისძიება სათანადოდ წარიმართოს “, – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics