|
2018-11-08 10:37:18, 568 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორებისთვის ბაღში მომსახურების და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს მიერ". მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს" იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს. ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63 % -ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნასა და ვიზიტორების კმაყოფილებას მოემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)