14:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 20:14:18, 569 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - მირიან ქათამაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - კობა ნაკაიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - გიორგი რომანაძე და სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი - შოთა ყიფიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანებისთვის ხორციელდება. ყურადღება გაამახვილეს 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზეც და მოისმინეს ვეტერანების მოსაზრებები.

ვეტერანებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათებზე, სოციალურ დახმარებებსა და გაზიფიცირების პროგრამის ამოქმედებაზე. ↘️ ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარები არიან.

მათ შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი პროგრამებით:

✔ „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომახურება“

✔„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“

✔ „მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა“

✔ „სახსრების ენდოპროთეზირება“

✔ "ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება"

✔ "მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია"

✔ "მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება"

✔ „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება“ ✔️ "სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა"

✔ "შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა"

✔ "შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა"

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics