|
2018-11-07 19:50:38, 2030 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში VR რეგიონული სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში კომპანია EON Reality - სთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს რეგიონალური VR (ვირტუალური რეალობის) სასწავლო ცენტრის კონცეფციას. ამის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია EON Reality - ის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელიც სინგაპურში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამჟამად განიხილება საქართველოსა და EON Reality - ს შორის აღნიშნულ ცენტრში თანაინვესტირების შესაძლებლობა, სადაც კომპანიის კაპიტალი ორჯერ მეტი იქნება. ამასთან, აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გადამზადების სამთავრობო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მოხდება იმ დარგებში გადამზადება, სადაც VR მეთოდი ეფექტური იქნება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება, რომ უცხოელმა ტრენერებმა და ექსპერტებმა სწავლება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე განახორციელონ. აღსანიშნავია, რომ VR ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც დაფარავს.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)