|
2018-11-07 13:18:42, 942 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა. 30 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4468 (3949 + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.2 % (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % (804) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455, 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631. 2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია 24 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან. შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)