|
2018-11-07 11:49:47, 565 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „ქართულ-აფხაზური" საღამო გაიმართა
ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ქართულ-აფხაზური საღამო" გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად დაესწრო. თეატრალიზებული საღამო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიეძღვნა და მას აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და ქართულ-აფხაზური ოჯახები ესწრებოდნენ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართულ -აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა. აჭარაში 8 000 აფხაზი, მათ შორის 2000-მდე ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის მხრიდან აფხაზური დიასპორის მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ პროგრამებს. მისი თქმით, აფხაზური ენის სწავლება ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი. არჩევით საგნებში აფხაზური ენა ისწავლება, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ქართულ-აფხაზური საღამოს" ფარგლებში წარმოდგენილი იყო აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები და წიგნების გამოფენა. ღონისძიება ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა" და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)