15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 13:22:34, 1707 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არჩევნებს არ უკავშირებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მტავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს არჩევნებს არ უკავშირებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოძიება საკუთარი სტანდარტების მიხედვით მოქმედებს.

„მე არ ვიცი დეტალები. ჩვენ ველოდებით პროკურატურა გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც იქნება უკვე საფუძველი,რომ ვნახოთ კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია რეაგირების ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გუშინ წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მას სსკ-ის 126-ე მუხლს ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს. კერძოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 12 მაისს მოხდა, რა დროსაც თორდიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გუშინ ბრალის წარდგენის შემდეგ გაიმართა და მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics