15:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 13:15:20, 1575 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ფარცხალაძეზე: თითსაც ვერავინ დააკარებს - ეს წინასაარჩევნოდ თვალის ახვევის მცდელობაა

"არც ერთი კორუმპირებული პირი არ დასჯილა და არ დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს" - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ფარცხალაძის "დასჯა" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის თვალის ახვევას ემსახურება.

„ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი.  თითსაც ვერავინ დააკარებს. პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ. ამიტომ წინასაარჩევნოდ ახლა დადგეს პატარა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ ორი ათასი, ან ხუთი ათასი ლარით. მერე მას, რა თქმა უნდა, ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. არც ერთი კორუმპირებული, მათ შორის მთავრობის წევრები, რომლებიც დიდი ხმაურით აცხადებდნენ და ივანიშვილიც იმუქრებოდა, არ დასჯილა და ვერც ვერასდროს დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics