20:32 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 12:47:12, 531 ნახვა

რეგიონი
7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის გზის 29-ე კმ-ზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება

7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის გზის 29-ე კმ-ზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

„შ.პ.ს. „საქართველოს სამხედრო გზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით, ახორციელებს დამატებით პრევენციულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ჩასატარებელია ცალკეული გადმოკიდებული ქვების გაწმენდა ხელით, კლდეზე მცოცავების -მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, 7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა, პერიოდულად ერთი საათის ინტერვალით, გზის ამ მონაკვეთზე, ჩაიკეტება ავტომობილების მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics